პროექტებით სწავლება
Sunday, November 1, 2015
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია.
ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენინგში მონაწილე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, დავეხმარეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ მასალებს. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენს მიერ შექმნილი სხვა რესურსები. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია
მერვე ტრენინგდღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები. წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტის მასალები. გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისთვის.
მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ შეფასებისა და სწავლების სტრატეგიები, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.
Saturday, October 24, 2015
მეხუთე და მეექვსე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობა. ვიმუშავეთ საბოლოო რუბრიკაზე და დავამუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. მეექვსე დღეს დავიწყეთ პრეზენტაციის, პრეზენტაციის შაბლონის გაკეთება. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი თემიდან გამომდინარე. გადმოვწერეთ სურათები და გამოყენებული დამხმარე რესურსების მისამართებით შევავსეთ საავტორო უფლებების გვერდი
Friday, October 16, 2015
მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულე ბროშურაზე მუშაობა. შევისწავლე სასწავლო მიზნები და ამოცანები, განვმარტეთ მიმართულების საკვანძო სიტყვები. მეოთხე დღეს ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და გავეცანი სამი ფაზის შეფასებას. დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, October 11, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
ტრენინგის პირველი ორი დღე ნაყოფიერი იყო. პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი. ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ დადებითი განწყობა. ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ განგვიმარტა რატომ არის საჭირო პროექტებით სწავლება.
Subscribe to:
Posts (Atom)