Saturday, October 24, 2015
მეხუთე და მეექვსე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობა. ვიმუშავეთ საბოლოო რუბრიკაზე და დავამუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. მეექვსე დღეს დავიწყეთ პრეზენტაციის, პრეზენტაციის შაბლონის გაკეთება. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი თემიდან გამომდინარე. გადმოვწერეთ სურათები და გამოყენებული დამხმარე რესურსების მისამართებით შევავსეთ საავტორო უფლებების გვერდი
Friday, October 16, 2015
მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულე ბროშურაზე მუშაობა. შევისწავლე სასწავლო მიზნები და ამოცანები, განვმარტეთ მიმართულების საკვანძო სიტყვები. მეოთხე დღეს ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და გავეცანი სამი ფაზის შეფასებას. დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, October 11, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
ტრენინგის პირველი ორი დღე ნაყოფიერი იყო. პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი. ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ დადებითი განწყობა. ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ განგვიმარტა რატომ არის საჭირო პროექტებით სწავლება.
Subscribe to:
Posts (Atom)