Sunday, November 1, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის სანახავად იხილეთ ბმული

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია.

ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენინგში მონაწილე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, დავეხმარეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ მასალებს. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენს მიერ შექმნილი სხვა რესურსები.  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.


მერვე ტრენინგდღის რეფლექსია

მერვე ტრენინგდღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს  ნაშრომებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები. წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტის მასალები. გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთ ერთი აქტივობა  ჩვენი პროექტისთვის.
  

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ შეფასებისა და  სწავლების სტრატეგიები, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.